კობახიძემ ქვეყანაში წარმართულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც დააკისრა

12.10.26 14:41
კობახიძემ ქვეყანაში წარმართულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც დააკისრა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას იმ პროცესზებზე, რაც ქვეყანაში წარიმართება. განცხადება "ქართული ოცნების" ლიდერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

"პირველების" კითხვაზე, როდის ესაუბრა პარტიის დამფუძნებელს, კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილს დღესაც ესაუბრა და მასთან ხშირი კომუნიკაცია აქვს. 

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "ოცნების" დამფუძნებელი საქართველოშია, თუმცა არ ასახელებს ქალაქს, სად იმყოფება ივანიშვილი. 

ის [ბიძინა ივანიშვილი] არის გუნდის ლიდერი, შესანამისად, ისევე როგორც გუნდი, თითიეული ჩვენგანი,  მთლიანად იზიარებს  პასუხისმგებლობას, იმ პროცესზებზე რაც ქვეყანაში წარიმართება",-თქვა კობახიძემ. 

მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" გუნდში ერთპიროვნულ გადაწყვეტოლებებს არავინ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი იღებს.  

კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დღესაც "უაქტიურეს" პოლიტიკურ პროცესში იმყოფება. 

მთავრობაში არც მე ვიღებ ერთპიროვნულად რაიმე გადაწყვეტილებას და არც პოლიტიკურ გუნდში მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილი არ იღებს. არც ერთი გადაწყვეტილება ჩვენთან ერთპიროვნულად არ მიიღება, ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯელობას. თუ არის საგანგებო მნიშვნელობის საკითხები, ბატონ ბიძინასთან ერთად ვიკრიბებით ხოლმე, ერთად ვმსჯელობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, დღესაც არის ბოლომდე ჩართული პროცესებში. თქვენ იცით, რომ ფორმალურ თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არ ჰქონია არასდროს, არც მაშინ, როდესაც იკავებდა ფორმალურ საჯარო თანამდებობას, 1 წელში დატოვა მან ეს თანამდებობა, ეს არის მისი განწყობა" - განმარტა კობახიძემ.

"პირველების" კითხვაზე, კითხულობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი  ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს წერილები გუნდში დიდი აქტუალობით არ სარგებლობს.

„არ ვიცი, ყველა კითხულობთ, ალბათ, საჯაროდ რაც ვრცელდება და სავარაუდოდ, ისიც ეცნობა ამ წერილებს, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ დიდი აქტუალობით ეს წერილები გუნდში არ სარგებლობს. მან ფასი დაუკარგა საკუთარ სიტყვებს და საკუთარ განცხადებებს. სამწუხაროდ ასეა“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები