ირაკლი კობახიძე ერევანში მიემგზავრება

15.10.26 18:13
ირაკლი კობახიძე ერევანში მიემგზავრება

ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ერევანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ირაკლი კობახიძე კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოვა და ასევე, კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

„ირაკლი კობახიძე ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.