"ტვ პირველის" ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს
ტელეკომპანიია "პირველის" საპარლამენტო ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს პარლამენტის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს.
გადაწყვეტილება პარლამენტის აპარატის უფროსმა, კახა ოქროჯანაშვილმა ანონიმი დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რის გამოც ჟურნალისტი ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში შესვლასა და კითხვების დასმას ვეღარ შეძლებს.
წერილში მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელმა დეპუტატმა მოითხოვა აკრედიტაციის შეჩერება.