დავით ზანდუკელე 1000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

19.11.26 18:55
დავით ზანდუკელე 1000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

ცხოველთა უფლებადამცველს, დავით ზანდუკელს, აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო დაეკისრა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ დღეს, 19 ნოემბერს მიიღო.

პროკურორმა საპატიმრო გირაო მოითხოვა, თან 4000 ლარის ოდენობით.

„უკანონო პატიმარი ვიყავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საერთოდ კონტაქტი არ ყოფილა ჩემსა და დაზარალებულს შორის“, - განაცხადა დავით ზანდუკელმა გათავისუფლების შემდეგ.

ზანდუკელი პოლიციელებმა ცხოველთა თავშესაფრის დაცვაზე ძალადობის ბრალდებით 16 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები