არანაირი პროტესტი არ ყოფილა - ეკა ტიკარაძე მედიასთან გამოჩნდა

13.12.21 13:21
არანაირი პროტესტი არ ყოფილა - ეკა ტიკარაძე მედიასთან გამოჩნდა

ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკა ტიკარაძე, გადადგომის შემდეგ პირველად გამოჩნდა.

ტიკარაძემ მთავარ კითხვებს, რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, ვინ განიხილება მის შემცვლელად, გაექცა. 

თქვა მხოლოდ ის, რომ "პროტესტი არ ყოფილა" : 

არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და საერთოდ, პროტესტი არის დესტრუქცია. მოვუწოდებ ზოგადად საზოგადოებას, არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას. ამას ჩემი მხრიდან არ დავუშვებ"- თქვა ტიკარაძემ. 

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 9 დეკემბერს გადადგა. ამის შესახებ მან ,,ქართული ოცნების" ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   

"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაპირისპირება ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შორის "მწვანე პასპორტების" საკითხს მოჰყვა.   

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დღეს მთავრობის სხდომაზე არ გამოჩენილა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები