დაპირისპირება მთავრობაში - ღარიბაშვილი კითხვებს ისევ გაექცა

13.12.21 15:07
დაპირისპირება მთავრობაში - ღარიბაშვილი კითხვებს ისევ გაექცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა ღონისძიებებზე "ქართული ოცნების" წევრებთან და მინისტრებთან ერთად ჩნდება, თუმცა გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვებს გაურბის. 

პრემიერმა დღეს ჯავშანმანქანით ისეირნა, თუმცა მისი მთავრობიდან წასულ მინისტრზე არაფერი უთქვამს. ღარიბაშვილმა სამხედრო წარმოების ქარხანა, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა" ისე დატოვა, რომ "პირველების" არცერთ კითხვას პასუხი არ გასცა. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობის მეთაური მედიასთან არ ჩერდება და კრიტიკულ კითხვებს გაურბის, ასე მოხდა საახალწლო ბაზრის გახსნაზე და ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზეც. 

ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან 9 დეკემბერს გადადგა. ამის შესახებ მან ,,ქართული ოცნების" ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაპირისპირება ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შორის "მწვანე პასპორტების" საკითხს მოჰყვა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დღეს მთავრობის სხდომაზე არ გამოჩენილა. 

 

მსგავსი სიახლეები