აღმოჩენილია გერლიანის მობილური ტელეფონი, ეკონომისტმა პაროლიც დატოვა
„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი ისევ გაუჩინარებულია- რამაზ გერლიანს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გვიან ღამით, ჩხრეკა ჩატარდა გერლიანის ოფისში, სადაც წერილი და მობილური ტელეფონი იპოვეს. ირკვევა, რომ მობილური სამუშაო მაგიდაზე იდო, მოწყობილობას კი მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი.
„ბევრი ვითმინე“ „დავიღალე" - წერია წერილში, რომელიც სავარაუდოდ, ეკონომისტს ეკუთვნის.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს, გაუჩინარდა.
,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა.
გაუჩინარებამდე ეკონომისტი პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.