ბადრაგმა სცადა ჩემი ჩამოყვანა - დაპირისპირება გორის ჰორპიტალში
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მაშინ, როცა ის გორის ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავდა, ინციდენტი მოხდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ბადრაგმა მის წინააღმდეგ ძალა დედამისის თვალწინ გამოიყენა.
დედაჩემის თვალწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ჩამოყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული საქართველოს დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს, ჩემი წინააღმდეგობის გამო. ეს ხალხი ჩემს თვალში არ არის ქართველი, საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. აბა ქართველს საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდა.ველოდები პუტინოიდების მორიგ სარეჟიმო დასჯას.
ძირს საოკუპაციო ხელისუფლება, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!", - წერია სააკაშვილის წერილში.