მზადება მასობრივი შიმშილობისთვის - ენმ-ს ოფისთან კარვებს შლიან
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო თეთრ კარვებს შლიან. პარტიის წარმომადგენლები მასშტაბური საპროტესტო შიმშილობის დასაწყებად ემზადებიან. შიმშილობას აქტივისტებიც შეუერთდებიან. ადგილზე ენმ-ს ლიდერებს ელოდებიან. ამ წუთებში პარტიის ოფისში ლიდერები არ იმყოფებიან. "ტვ პირველის" ინფორმაციით, შიმშილობის დასაწყებად მოხალისეთა რეგისტრაციაც დაიწყო.
მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყების შესახებ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ განაცხადა.