გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს - სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს
საქართველოს მესამე რეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავს.
სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მომხდარ ინცინდენტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბადრაგის თანამშრომლები ხელს უშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში:
გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას.
პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა.
ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას.
ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მაშინ, როცა ის გორის ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავდა, ინციდენტი მოხდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ბადრაგმა მის წინააღმდეგ ძალა დედამისის თვალწინ გამოიყენა.