მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილის შეწყალება საერთოდ არ განიხილება - ჯაფარიძე

22.12.21 17:15
მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სააკაშვილის შეწყალება საერთოდ არ განიხილება - ჯაფარიძე

"გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, მას დარჩა აღქმა, რომ შერიგების ფარგლებში სააკაშვილის შეწყალება არ განიხილება. 

ეხლა ამ ქვეყანაში რა კრიზისიც არის, ამ კრიზისის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ პროცესით. ამ პროცესის ნაწილი შეიძლება იყოს ის, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს საერთოდ არ განიხილება", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და სხვადასხვა პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად ხვდება. ზურაბიშვილთან შეხვედრაზე დღეს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, იმყოფებოდა. ეროვნული შერიგების ფორმატის ფარგლებში შეხვედრები ორბელიანების სასახლეში  ხვალაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები