სახელმწიფო მოძალადეებს ხელს აფარებს - მარიამ კვარაცხელია

22.12.21 17:26
სახელმწიფო მოძალადეებს ხელს აფარებს -  მარიამ კვარაცხელია

სახელმწიფო ხელს აფარებს დამნაშავეებს, მოძალადეებს და არ ახდენს სამომავლო დანაშაულებებისა და ძალადობის პრევენციას - ამის შესახებ "ტვ პირველს" "თბილისი პრაიდის" წარმომადგენელმა მარიამ კვარაცხელიამ განუცხადა, რითაც სასამართლოს მიერ ძალადობის ბრალდებით დაკავებული სამი პირის გათავისუფლებას გამოეხმაურა. 

კვარაცხელიას თქმით, 5 ივლისის საქმეზე სამართლიანობა აღდგენილი არ არის და ძალადობის ორგანიზატორები დასჯილები არ არისნ. 

სამართლიანობა აღდგენილი არ არის. ძალადობის მთავარი ორგანიზატორები "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები და ლიდერები თავისუფლები არიან. მათ მიმართ გამოძიება არც კი დაწყებულა, რაც საგანგაშო ფაქტია და მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო  ხელს აფარებს დამნაშავეებს, მოძალადეებს და არ ახდენს სამომავლო დანაშაულებებისა და ძალადობის პრევენციას. 

უამრავი დანაშაული განახორციელეს, არიან საფრთხის შემცველები და ვფიქრობთ, რომ ასეთი დანაშაულებების დაუსჯელობა დაუშვებელია"- აცხადებს "თბილისი პრაიდის" წარმომადგენელი, მარიამ კვარაცხელია. 

მსგავსი სიახლეები