უკიდურესი პროტესტის მეორე დღე - ენმ-ს ოფისთან 300-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან 300-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს. ოფისის ეზოში 13 კარავია გაშლილი. ამ წუთებში ეზოში დამატებითი კარვები იშლება. პროტესტს რეგიონებიდან უერთდებიან.
მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 21 დეკემბერს განაცხადა. მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.