7 ნოემბრის საქმე - დაცვის მხარე ნინო ბურჯანაძის დაკითხვას მოითხოვს

23.12.21 11:18
7 ნოემბრის საქმე - დაცვის მხარე ნინო ბურჯანაძის დაკითხვას მოითხოვს

7 ნოემბრის საქმე - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. 

როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, დაცვის მხარე საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას მოითხოვს. მისი თქმით, ეს ძირითადად ის მტკიცებულებებია, რომლებიც მოპოვებულ იქნა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ. 

ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, საქმეზე სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას, დაკითხვას მოითხოვენ.

ეს მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის ფაქტებს. ასევე გვექნება შუამდგომლობა მოწმეების ხელახლა დაკითხვასთან დაკავშირებით, საუბარია ორ მოწმეზე - ნინო ბურჯანაძესა და ზაზა გოგავაზე.

გვსურს, მიხეილ სააკაშვილის თანდასწრებით მოხდეს ჩვენებების გაჟღერება. ჩვენ ვიცით, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ იყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოვითხოვთ იმ ადამიანების დაკითხვას, ვინმეს რაიმე საკითხზე შეხება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან"- თქვა საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, ნინო ბურჯანაძემ თავის დროზე თქვა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო მიხეილ სააკაშვილზე, რასაც ადვოკატის განცხადებით, თავად სააკაშვილიც აღიარებს. 

ამას მიხეილ სააკაშვილი ამბობს, არა ახლა, ამბობდა 2007 წელს, როცა გადადგა თანამდებობიდან და დანიშნა ხელახალლი არჩევნები. 

ფაქტი, რომ 7 ნოემბერს ცუდი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ცუდი, რაზეც სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სრული აბსურდია, მითუმეტეს იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც 20 ივნისი მოაწყო და შემდეგ თვითონვე მოახდინა მოძალადე პოლიციელების ამნისტირება, რომლებმაც თვალები დათხარეს ახალგაზრდებს"- დასძინა ადვოკატმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

შოთაძის უწყება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. 

რა თქვა წაყენებულ ბრალდებაზე მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები