"ეს პროცესი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას" - გიგა ბოკერია პრეზიდენტს შეხვდა

23.12.21 15:10
"ეს პროცესი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას" - გიგა  ბოკერია პრეზიდენტს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგა ბოკერიას და გიგი ქწერეთელს შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ დასრულდა. გიგა ბოკერია ეროვნული შერიგების ინიციატივის შესახებ სკეპტიკურად არის განწყობილი და ვერავითარი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს. 

არანაირი საფუძველი არ გვაქვს ამ მომენტში ოპტიმიზმის და მოვუწოდებდი ყველას, რომ ტყუილად ოპტიმიზმის საფუძველი სანამ არ გამოჩნდება არ გამოხატონ. ეს გამოყენებულია ხოლმე მერე, როგორც სამთავრობო პროპაგანდა. თუ ვცდებით და აღმოჩნდა მოულოდნელად, რომ არსებობს რაღაც წინაპირობები მხოლოდ კარგი იქნება ეს და გაგვიხარდება.

ეს პროცესი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. მადლობელი ვარ მე პრეზიდენტის მხრიდან მოწვევის და მისი იდეების, მაგრამ სანამ ეს უფსკრული ღრმავდება, ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა ზოგადად სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზე თანხმობაც გაჭირდება. ძალიან მიკვირს მათი ვინც გააკეთა განცხადებები, რომლითაც საზოგადოებას იმედები გაუჩინა, რომ რაღაცა პროცესები დაიწყო რომელიც ამ კატასტროფიდან გამოგვიყვანს სადაც არის ქვეყანა ამ წამს", - ამბობს გიგა ბოკერია.  

. სალომე ზურაბიშვილი დღეს გახარიას გუნდის წევრებსაც შეხვდება.

ცნობისთვის, ეროვნული შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში 2 დღეა პრეზიდენტი ოპოზიციის წევრებთან შეხვედრებს მართავს  დღეს პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიასაც შეხვდა.  

 

მსგავსი სიახლეები