კონსულტაციები პრეზიდენტთან - ზურაბიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს ხვდება
პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს, ირმა ინაშვილს და დავით თარხან-მოურავს ხვდება. შეხვედრა საერთო ეროვნული შერიგების ინციიატივის ფორმატის ფარგლებში ტარდება. "პატრიოტთა ალიანსის" წევრები საკუთარ ხედვას პრეზიდენტს ზურაბიშვილს გააცნობენ.
პრეზიდენტი დღეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს"
წარმომადგენელს, ეკა გიგაურსაც შეხვდა. ზურაბიშვილი ორშაბათს ნიკა მელიასთან გამართავს შეხვედრას.