44 წელი აღსაყდრებიდან - პატრიარქმა საზეიმო წირვაზე დასწრება ვერ შეძლო

25.12.21 12:18
44 წელი აღსაყდრებიდან - პატრიარქმა საზეიმო წირვაზე დასწრება ვერ შეძლო

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. დღევანდელ საზეიმო წირვას პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, მამა იოანე მჭედლიშვილმა "ტვ პირველს" დაუდასტურა, რომ პატრიარქმა საკათედრო ტაძარში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

ვერ შეძლო, აპირებდა, ბოლო წუთამდე იყო გადაწყვეტილი და ვერ შეძლო" - თქვა მამა იოანემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა. 

მსგავსი სიახლეები