დამატებით 7 მლნ ლარი "ოცნების" ჩინოვნიკებს - ქუთაისის საკრებულოს წევრებს ხელფასები ეზრდებათ

25.12.21 13:17
დამატებით 7 მლნ ლარი "ოცნების"  ჩინოვნიკებს - ქუთაისის საკრებულოს წევრებს ხელფასები ეზრდებათ

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ქართული ოცნების წევრებს ანაზღაურება ეზრდებათ. მომავალი წლიდან ჩინოვნიკების ხელფასებზე 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. ოპოზიცია ამბობს, რომ მოსახლეობისთვის გადასახადების ზრდის ფონზე, ჩინოვნიკებისთვის ხელფასების ზრდა უსამართლობაა. 

ქუთაისის მერი აპირებს გაიორმაგოს ხელფასი, მისი ხელფასი 29 დეკემბრიდან გახდება 5 500 ლარი. ჯამში "ქართული ოცნების"  ჩინოვნიკების ხელფასებზე დამატებით 7 მილიონი დაიხარჯება 2022 წელს, ეს ხდება მაშინ როცა ქუთაისის მერიის ვალი არნახულ მასშტაბებს აღწევს და ის 25,5 მილიონი ლარია", - ამბობს გიგა შუშანია. 

მსგავსი სიახლეები