პროტესტი ენმ-ს ოფისთან - რამდენიმე მოშიმშილის ჯანმრთელობა გაუარესდა
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კვლავ კარვებია გაშლილი. კარვებში მყოფი მოშიმშილეების ერთი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოშიმშილეები ექიმებმა მოინახულეს და პროტესტის მონაწილეებს შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს. თუმცა მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
პარტიის სათავო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე 12 კარავია გაშლილი. უკვე მე-5 დღეა კარვებში 300-მდე პოლიტიკოსი და აქტივისტი შიმშილობს.