არა მგზავრობის ტარიფის გაორმაგებას - მერიასთან აქცია მიმდინარეობს
თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ტარიფების გაძვირებას აპროტესტებს. თბილისის მერიასთან "ლებორისტული პარტიის" ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მივიდნენ. მათი თქმით, თუ კახი კალაძე გადაწყვეტილებას არ შეცვლის, აქციები მწვავე და პერმანენტული იქნება.
კახი კალაძისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, ამოიღოს ჩვენ ჯიბეში ჩაყოფილი ხელი, უარი თქვას სამგზავრო ტარიფების გაორმაგებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაძლევ ულტიმატუმს- 9 იანვრიდან თუ ის არ შეცვლის ამ უნამუსო, ურცხვ გადაწყვეტილებას საკუთარი მოსახლეობის აქტიურად ძარცვისა მიიღებს უმწვავეს პროტესტს", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდება და სააბონიმენტო სისტემა შემოდის.
სააბონენტო სისტემის ფასები იქნება:
ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.