თუ პატრიარქს დავუჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ დავუჯერებთ, შეიძლება ამაზე უარესად ვიყოთ - მეუფე მიქაელი
თუ პატრიარქს დავუჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ დავუჯერებთ, შეიძლება ამაზე უარესად ვიყოთ, - ასე უპასუხა თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა, მეუფე მიქაელმა საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
თუ პატრიარქს დავუჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ დავუჯერებთ, შეიძლება ამაზე უარესად ვიყოთ.
ჩემთვის შერიგება ნიშნავს იმას, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი დადიოდეს ეკლესიაში, ეკლესიურ წესებს და კანონებს შეძლებისდაგვარად აღასრულებდეს და ღმერთი დაალაგებს ყველაფერს, ადამიანი ვერ ალაგებს. ვიყოთ ღმერთთან, ვიყოთ პატრიარქის მორჩილების და ლოცვა-კურთხევის ქვეშ და ყველაფერი კარგად იქნება. გვითხარით რაში ჩავერთოთ და ჩავერთვებით. გადავდოთ პირადული გვერდზე და საერთო საკითხი დავაყენოთ უფრო წინ და პირველ ადგილზე, დავემორჩილოთ დედა-ეკლესიას“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.