გვჭირდება ეროვნული თანხმობა და მოიხსნება საჭიროება მეტანიების კეთების, მუხლებზე დგომის - პაატა მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად საყოველთაო შერიგების ნაცვლად, ეროვნული შეთანხმების მიღწევაა საჭირო.
ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა პრინციპულ საკითხებზე და მოიხსნება ყველანაირი საჭიროება მიტევების, მონანიების, მეტანიების კეთების, მუხლებზე დგომის. არავის არავისთან შესარიგებელი არ გვაქვს.ვფიქრობ, რომ ეროვნულიბ თანხმობის თემატიკა განსხვავებულია შერიგებისგან, სადაც შესაძლებელია რაღაც რელიგიური რიტუალები იყოს საჭირო", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.