შიმშილობის მე-6 დღე ენმ-სოფისთან - კიდევ ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

26.12.21 11:33
შიმშილობის მე-6 დღე  ენმ-სოფისთან -  კიდევ ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

შიმშილობის მე-6 დღე  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - პროტესტი უკიდურესი ფორმა შესაძლოა, რამდენიმე მოშიმშილემ შეწყვიტოს. მიზეზი მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექიმების რეკომენდაციაა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისთან ცოტა ხნის წინ ისევ გამოჩნდა. არსებული ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა კიდევ ერთი მოშიმშილე. მას არტერიული წნევის ვარდნა და კუჭის ძლიერი ტკივილები აღენიშნება.

წუხელ ღამით პროტესტს კიდევ ერთი მოშიმშილე ბონდო თედორაძე გამოეთიშა. ის სასწრაფო დამხარების ბრიგადამ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გრძელდება.  

მხნეობის მატებაა. ჩვენი მთავარი მოთხოვნები გრძელდება. მთავარ მოთხოვნად რჩება მიხეილ სააკაშვილის გათავასუფლება  და გათავისუფლება ჩვენი ქვეყნის იმ მარწუხებისგან, რომელშიც მოაქცია ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, - განაცადა ბოტკოველმა. 

 

მსგავსი სიახლეები