ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

26.12.21 12:58
ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოთის ყოფი მერს ირაკლი კაკულიას 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოიტანა. საქმე ნახევაი მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.

ირაკლი კაკულიასთან ერთად პატიმრობა მიესაჯათ სხვა თანამდებობის პირებსაც. 

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. 

ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს იმჟამინდელი თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. გამოძიება მათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთღების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსაზურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი საანგარიშწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება. 

მსგავსი სიახლეები