გასამართლებული მოჭიდავები - აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია იმართება
ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ანთაძის ახლობლები მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. გასამართლებული მოჭიდავეების ოჯახის წევრები "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.
შეკრებილების თქმით, 5 წლიანი პატიმრობისთის ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ გაიმეტეს, რომ განსხვავებული შეხედულებები და პოლიტიკური გემოვნება აქვთ.
ჩვენ გუშინ განაჩენის შემდეგ ვეცადეთ რომ გაგვეკეთებინა განცხადება, მაგრამ თვაი შევიკავეთ ემოციების გამო. შოკში ვართ. წარმოუდგენელია ეს განაჩენი, უბრალოდ რის საფუძველზე? რის გამო? ერთი მტკიცებულებაა ვიდეო კადრი, რომელშც გაურკვეველია ვინ ვის ურტყამს. იქ თ არის საერთოდ წულუკიძეები და ჭელიძეები... რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, ბძოლა იქნება ბოლომდე, - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის დასაცავად აჭარის მთავრობასთან პოლიციაა მობილიზებული.
აჭარელი მოჭიდავეები ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავეს და გუშინ გაასამართლეს.