პროტესტი ენმ-ს ოფისთან - მოშიმშილეები ენდოკრინოლოგმა მოინახულა

26.12.21 17:20
პროტესტი ენმ-ს ოფისთან - მოშიმშილეები ენდოკრინოლოგმა მოინახულა

ენმ-ს ოფისთან კარვებში განთავსებული მოშიმშილეები ცოტა ხნის წინ ექიმმა ენდიკრონოლოგმა ლაშა უჩავამ  მოინახულა. მედიკოსმა პროტესტის ყველა მონაწილე ინდივიდუალურად შეამოწმა და რეკომენდაციები გასცა. 

დღეს ვნახეთ, რომ ზოგიერთმა მატგანმა ნამდვილად შეწყვიტა შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. დღესდღეობით არიან ისეთი ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები, სადაციკვეთება გარვეული რიგი პრობლემები.  გავცემთ კიდევ რეკომენდაციებს. ზოგიერთი მათგანი არის დამყოლი, მაგრამ ზოგიერთი მათგანისგან მოდის პროტესტი, რომ მათ არ უნდათ შიმშლობის აქტის შეწყვეტა, - თქვა ექიმმა. 

შიმშილობის მე-6 დღეს რამდენიმე მოშიმშილეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მათ არტერიული წნევის ვარდნა აღენიშნებათ. ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა კიდევ ერთი აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე. 

 

მსგავსი სიახლეები