მატლებიანი ლობიო და დაობებული პური - სოცდაუცველების ხარჯზე გამდიდრებული ელიტა

26.12.21 20:42
მატლებიანი ლობიო და დაობებული პური - სოცდაუცველების ხარჯზე გამდიდრებული ელიტა

მატლებით სავსე ლობიო, დაობებული პური და გაფუჭებული სოსისი -   რუსთავში სოციალურად დაუცველ ადამიანებს უვარგისი პროდუქტით კვებავენ. "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ სოციალურად დაუცველებისთვის უვარგისი საკვების მიღების ხარჯზე სახელისუფლებო ელიტა მდიდრდება. ბიზნესმენი ილია ჩაჩუა, რომელიც "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველია,  ფულს ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე ზოგავს. აღნიშნული ბიზნესით მან ორ წელიწადში  7 მილიონი მოგება ნახა. 

"ილი ჯგუფი" თითო ადამიანს 1 ლარად და 43 თეთრად  კვებავს. რუსთავის მერიაში ვინც აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა და ხმა აიმაღლა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაშინდელი ვიცე მერი ირმა მესხი იმ დროს მაჟრიტარმა ნინო ლაცაბიძემ დაიბარა და გაჩუმება მოსთხვა. სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ იაშა ჩაჩუას კომპანიას "ოცნებაში" მფარველობდნენ. 

პასუხისმგებელი და მომკითხავითუ როგორ კვებავს იქ არავინ არ არის რუსთავში. არანაირად არ დავწერდი არასამართლიან დასკვნას. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი პირობა, რომ მომიშორეს სამსახურიდან. წინასაარჩევნო პერიოდში იყო სისტემატიური ზეწოლა , ყველასთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, თუკი ხმას არ მისცემდნენ მათ სიიდან ამოიღებდნენ და საკვებს არ მისცემდნენ, - ამბობს რუსთავის მერიის კიდევ ერთი გაშვებული  თანამშრომელი ნინო ქვირია. 

ბიზნესმენ ჩაჩუას ყოფილი თანამშრომელი თეონა ჯავახიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ კომპანიას სუსი მფარველობს. "რადიოს თავისუფლების" ინფორმაციის თანახმად, "ილი ჯგუფის" უკან სუსის ხელმძღვანელის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი დგას. ნაცნობობას ორივე მხარე ადასტურებს. 

პასუხისმგებელი უფასო სასადილეობასი არსებულ განუკითხაობზე ნინო ლაცაბიძეა. მან "პირველების" გადამღებ ჯგუფს შეხედრაზე უარი განუცხადა. 

მსგავსი სიახლეები