საქართველომ პროვოკაციოული ქმედებები უნდა შეწყვიტოს - ანატოლი ბიბილოვი

27.12.21 10:44
საქართველომ პროვოკაციოული ქმედებები უნდა შეწყვიტოს - ანატოლი ბიბილოვი

ახალგორის მოსახლეობამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლო ბიბილოვს ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნა მოსთხოვა. შეხვედრაზე ბიბილოვს მოქალაქეებმა ქართულად მიმართეს და უთხრეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა სურთ, რისი საშუალებაც წლებია არ ეძლევათ.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ჩაკეტილი  ე.წ. გამშვები პუნქტების საკითხზე ანატოლი ბიბილოვმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვარი საქართველოს უკანონო ქმედებების გამო ჩაიკეტა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ პროვოკაციული ქმედებები შეწყვიტოს. 

სამწუხაროდ, ამ პრობლემის იოლი გადაწყვეტა არ არსებობს, რომელიც მხოლოდ ჩემზე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული. საზღვრის ჩაკეტვა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის შექმნის შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება შეცვალოს თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს, სიამოვნებით მივიღებთ მათ ჩვენს რესპუბლიკაში, შეუძლიათ აქ გადმოვიდნენ და იცხოვრონ ნათესავებთან. ჩვენი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოშია და უმუშევრად არ დარჩებიან", - თქვა ე.წ. პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები