პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

27.12.21 11:05
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი  წარადგინა. 

ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის თებერვლიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

აზარაშვილი ასევე იყო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის დელტას გენერალური დირექტორი. 

ჯანდაცვის მომავალი მინისტრის კარიერა "ქართუ ბანკში" იწყება.  ზურაბ აზარაშვილი პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო. 

მსგავსი სიახლეები