"პიჯაკების საქმე" - დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
ე.წ. პიჯაკების საქმე - დღეს, 11 საათზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიზე გაიმართება.
"პიჯაკების საქმეზე" ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით, 8 837 461 ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ დაესწრება, რადგან პროცესის პარალელურად საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
მარგველაშვილი ჰოსპიტალში 12:00 საათზე მივა.