ეროვნული შეთანხმება - მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება
პოლიტიკური კრიზისის დასრულება და ეროვნული შეთანხმება - მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად მიდის. გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიორგი მარგველაშვილის და მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკებები 12:00 საათზე დაიწყება. მეოთხე პრეზიდენტი მსჯავრდებულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის გზავნილსაც ჩაუტანს.
ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს 20 დეკემბერს შეხვდა. მოქმედ პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ კი პენიტენციურ სამსახურს მიმართა, რომ სააკაშვილის სანახავად შეეშვათ.