ექიმის ოჯახშია გაზრდილი, წარმატებული მინისტრი იქნება - ღარიბაშვილი ზურაბ აზარაშვილზე

27.12.21 11:18
ექიმის ოჯახშია გაზრდილი, წარმატებული მინისტრი იქნება - ღარიბაშვილი ზურაბ აზარაშვილზე

უაღრესად წესიერი, განათლებული, ექიმის ოჯახშია გაზრდილი - ასე დაახასიათა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ აზარაშვილი, რომელიც საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, აზარაშვილს "კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე არის".

მინდა ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის ხუთი შვილის მამა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება"- თქვა პრემიერმა. 

თავის მხრივ ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

დიდი მადლობა ბატონო პრემიერო იმ უდიდესი ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახებ და მნიშვნელოვან წარმატების მიღწევას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები