ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა - გიორგი მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში მივიდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა
მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მარგველაშვილმა პირობა დადო, რომ ყველა კითხვას შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხებს.
მეოთხე პრეზიდენტი მსჯავრდებულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის გზავნილსაც ჩაუტანს.
ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს 20 დეკემბერს შეხვდა. მოქმედ პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ კი პენიტენციურ სამსახურს მიმართა, რომ სააკაშვილის სანახავად შეეშვათ.