გზავნილი დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან - ოპოზიცია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე
ეს არის გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, "ქართული ოცმება" დამოუკიდებელ ინსტიტუტს ძირს უთხრის.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სასმსახურის გაუქმებას და პარლამენტის მიერ არჩეული სახელწმიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუაციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან, რომ ყველა მათგან დამოუკიდებელი თუ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და ასევე საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან, საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი წლის წინა კვირაში არის შემოსული ეს ინიციატივა, ის მომზადებულია ყველასაგან ფარულად, თავად ინსპექტორიც ჩართული არ ყოფილა და ინიციატორები ითხოვენ მთელი რიგი კანონების განხილვას დაჩქარებული წესით. ეს კანონპორექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ისნპექტორზე, ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე." - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ.
ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.