პოლიტიკური ანგარიშსწორება - NGO-ები ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე
პოლიტიკური ანგარიშსწორება - ასე შეფასდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, პროცესები არ ტოვებს არანაირ ეჭვს რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელ ორგანოზე მიზანმიმართული თავდასხმაა.
მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, დამოუკიდებელ ორგანოებზე მიზანმიმართული თავდასხმები შეწყვიტოს:
არავის ეპარება ეჭვი, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ ვნახეთ, ბოლო წლებში სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიჩინინა ობიექტირობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით.
ძალიან მგრძნობიარე და პრობლემურია, ლონდა თოლორაიამ, დეკრეტში ყოფნისას გაიგო ეს ინფორმაცია"- თქვა ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასჯა მისი დამოუკიდებლობისთვის.
ეს ინიციატივა არ არის რეფორმა, როგორც ინსპექტორმა აღნიშნა, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ლიკვიდაცია. ხდება მისი დასჯა დამოუკიდებელი საქმიანობისთვის. ეს ინიციატივა ვერ შეიფუთება, როგორც არასამთავრობოების რეკომენდაციის შესრულებად. თუ კი "ქართულ ოცნებას" ჩვენი მოწოდების შესრულება უნდა, სასამართლო უნდა გაათავისუფლოს ე.წ. კლანისგან"- თქვა მან.
"ღია საზოგადოების ფონდის" წარმომადგენლის, სოფო ასათიანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ მიმდინარე პროცესები არ ტოვებს არანაირ ეჭვს და კითხვის ნიშანს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიზანმიმართული თავდასხმა დამოუკიდებელ ორგანოზე, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში მოიპოვა და შეძლო საზოგადოებრივი ნდობა და გაუძლო იმ გამოწვევებს, რაც მის წინაშე იდგა.
სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას თქმით, "ქართული ოცნების" მიერ, მისი სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი კონსპირაციულად დაიწერა.
თოლორაიას თქმით, მან მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მაშინ გაიგო, როცა დეკრეტულ შვებულებაში იყო.
მისივე განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო „სრულიად კონსპირაციული“ და მასში მონაწილეობა არ მიუღია სამსახურის არც ერთ წარმომადგენელს.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ.
ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.