თავდაცვიდან ჯანდაცვაში - ჯანდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ნათესავი დანიშნა
თავდაცვიდან ჯანდაცვაში - ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ნათესავი დანიშნა.
"პირველების" ინფორმაციით, ღარიბაშვილი აზარაშვილის ნათელ-მირონია.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "ტვ პირველის" კორესპოდენტის ამ კითხვას არ პასუხობს. თქვა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას მიესალმება
თქვენ ეს გაინტერესებთ და არა მისი პროფესიონალიზმი. ან რა ეღირება ჯანდაცვის სერვისები მომავალში?! მგონი, არასწორად სვამთ აქცენტებს"- თქვა თურნავამ.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ "გამოცდილებიდან გამომდინარე, აზარაშვილი თანხების მეტად ეფექტიან განკარგვას უკეთ გაუმკლავდება".
ჩემი კოლეგა ეკონომისტი, ფინანსისტი. საერთოდ მივესალმები რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია",- დასძინა თურნავამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავთაშვილი კი აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი ჯანდაცვის მინისტრი იყოს "სამედიცინო პროფესიის".
როგორც ბევრ ქვეყანაში, არ არის აუცილებელი იყოს ასეთი მნიშველოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება. სწორედ ამ პრინციპით იყო დღევანდელი მინისტრი შერჩეული", - თქვა დავითაშვილმა.
"ტვ პირველის" კითხვაზე, არის თუ არა აზარაშვილსა და ღარიბაშვილს შორის ნათესაური კავშირი, მინისტრმა თქვა, რომ "არ აქვს არანაირი ინფორმაცია.
42 წლის ზურაბ აზარაშვილი დღემდე თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ირკვევა ისიც, რომ მომავალი მინისტრი, კარიერის დასაწყისში "ქართუ ბანკში" მუშაობდა. ის პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში აზარაშვილი ჯერ "თბილავიამშენის" გენერალურ დირექტორად, შემდეგ კი "დელტას" ხელმძღვანელად დანიშნეს.