მდინარაძის თქმით, ინსპექტორის სამსახურის ამ ფორმით არსებობა "ოცნების" ყოფილ ლიდერს უკავშირდება
მამუკა მდინარაძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ინფორმაციის დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციის ქონა გუნდის ყოფილი ლიდერის სუბიექტურ მიზნებს უკავშირდება. "ქართული ოცნების" ლიდერმა არ დააკონკრეტარომელ ლიდერს გულისხმობდა.
მისივე თქმით, მსოფლიოში არ არის პრეცენდეტი, რომ პერსონალური დაცვის ფუნქციას და გამოძიების ფუნქციასაც ითავსებდეს ერთი უწყება.
ლეგიტიმურია კითხვა, ეს ორი ფუნქცია, ანუ პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და საგამოძიებო ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან, გეთანხმებით, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რაც თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან. ვაღიარებთ. გულწრფელად თუ არ ვთქვით, საზოგადოება არ დაგვიჯერებს",- აგანაცხადა მდინარაძემ.