ეროვნული შეთანხმების პროცესი - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს ხვდება
სამოქალაქო შეთანხმების პროცესი - უკვე საათზე მეტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ქვეყნის პრეზიდენტს ხვდება. მოლაპარაკების მაგიდასთან ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს პირისპირ პირველად ხვდება. შეხვედრაზე შესვლამდე ოპოზიციონერ ლიდერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილთან ორბელიანის სასახლეში "ქართული ოცნების" ლიდერებიც იმყოფებოდნენ. დღესვე ჩანიშნულია შეხვედრა "სტრატეგია აღმაშნებლის" ლიდერებთანაც.