ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ დავიცავდი ჩემს თანამშრომლებს - ლონდა თოლორაია
ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებას სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება. მისი თქმით, პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირება სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას "დაემთხვა".
თოლორაია ამბობს, რომ შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, ასევე რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში.
რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული სამსახურის ინტერესის დაცვას. თუმცა, მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად" - განაცხადა ლონდა თოლორაია.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ.
ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.