სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას და გვარამიას საქმეები - მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს
სალომე ზურაბიშვილთან ერთად მრგვალი მაგიდის გარშემო დასხდომა მხოლოდ იმ პირობებში მიაჩნია შესაძლებელი, თუ ქვეყანაში ყველა საქმეზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირების ნიშნებს შეიცავს მორატორიუმი გამოცხადდება - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.
მარგველაშილი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგება, თუ მასში ჩართული მხარეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გაგრძელდება:
...ამ პროცესში გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს არის სააკაშვილის საქმეები, ხაზარაძის საქმე, ეს საქმე არის მელია და გვარამია. ის საქმეები რაც მიიჩნევა, მოსახლეობის დიდი რაოდენობის მიერ მოტივირებულად. ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს ამ საუბრის აქტორების მიმდინარე დევნა. წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს ეს“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მოინახულა.