ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი - ნიკა მელია
ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა ქვეყანაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს ახმოვანებენ, სალომე ზურაბიშვილი რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობს.
ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა ქვეყანაში. მან ამის თაობაზე საჯარაოდაც ისაუბრა ჩემდაგასაკვირადაც. როდესაც იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მათ აღარ გაეჩერებათ, დიახაც, ეს არის განსხვავებული რამ, რაც მე მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში განსხვავებით იმ ადამიანებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას. ამ დროს, როდესაც რადიკალურად განსხვავებული განცხადება კეთდება ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალიც მას სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი ჩემი შეფასებით, მას შეუძლია დიდი და გადანმწყვეტი როლი ითამაშოს ამ პროცესში. მას აქვს შესაბამისი ბერკეტები,. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაციის პირობებში საზოგადოების აქტიურ ჯგუფებთან იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას და ასეთ შემტხვევაში შეიძლება ამ პროცესიდან რამე გამოვიდეს, - განაცხადა მელიამ.