ნუ გვახჩობთ! - ანა დოლიძემ საკრებულოსთან ყულფი მიიტანა
ხმაურია ამ წუთებში დედაქალაქის საკრებულოსთან - ადგილზე ანა დოლიძემ ყულფი მიიტანა, რითაც შეკრებილები საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტე სისტემის შემოღებას აპროტესტებენ.
ნუ გვახჩობთ! ყულფის ღირსი ხართ. რასაც ქვეყანას უკეთებთ, ეს არის დახჩობა. ოჯახები და ბავშვები გვყავს. მგზავრობისას 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარის ჯიბიდან ამოღება დახჩობაა",- თქვა დოლიძემ.