შეშფოთებული ვართ, მოვუწოდებთ პარლამენტს გაიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივა - გაერო
გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივის გამო და პარლამენტს მოწუუწოდებს ინიციატივა უკან გაიწვიოს:
ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის ინიციატივით გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს წამების პრევენციისა და პირადი ინფრომაციის დაცვაში. მოვუწოდებთ პარლამენტს გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმის დამოუკიდებლობა" - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება. უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ.
ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.