თუ "ოცნება" მორატორიუმს დათანმხდება, ეს იქნება სწორი ნაბიჯი - გიგი უგულავა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკური მორატორიუმის გამოცხადებასტან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯი იქნება. უგულავას თქმით, თუკი ხელისუფლება გაჯიუტდება, წაგებული მხოლოდ ქვეყანა დარჩება.
მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს და მორატორიუმში მონაწილეობა უნდა მიიღოს "ქართულმა ოცნებამ". თუ "ქართული ოცნება" ამაზე დათანხმდება, ეს იქნება სწორი ნაბიჯი. თუ შევეცდებით ყველა, რომ რამე გამოვიდეს, გამოვა და თუ "ქართული ოცნება" ველურივით იქნება და აქედან ოპოზიციის ნაწილი იძახებს, რომ "არაფერი გამოვა", საბოლოო ჯამში არაფერი გამოვა და წაგებული ქვეყანა იქნება, - თქვა უგულავამ.