შემაშფოთებელი, უცნაური, ნაჩქარევი და რთულად ასახსნელია - დეგნანი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

27.12.21 18:27
შემაშფოთებელი, უცნაური, ნაჩქარევი და რთულად ასახსნელია - დეგნანი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

ხელისუფლების მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება შემაშფოთებელი, უცნაური, ნაჩქარევი და რთულად ასახსნელია - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოში მოქალაქეების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მისი საქმიანობაა საჯარო მოხელეების მიერ შესაძლო დანაშაულების გამოძიებაა. 

შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ინსპექტორის სამსახურს ორად გაყოფს. ამ კანონის განვითარების პროცესი უდიდესი შეშფოთების საგანია. ეს ნაჩქარევად მოხდა, თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორთან კონსულტაციების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გარეშე", - თქვა კელი დეგნანმა. 

მისი თქმით, ყველაზე შემაშფოთებელი და რთულად ასახსნელია ისიც, რომ ინიციატივა ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. 

ისინი ექსპერტები არიან და თავიანთ საქმეს მრავალი წელია, აკეთებენ პარლამენტის მხრიდან საყვედურების ან შენიშვნების გარეშე.

პარლამენტს აქვს სახელმწიფო ინსპექტორზე ზედამხედველობის პასუხისმგებლობა და მაშინ, როცა ინსპექტორმა წლიური ანგარიში წარადგინა, პარლამენტის მხრიდან შენიშვნები არ ყოფილა. 

პარლამენტმა უნდა შეაჩეროს და შეანელოს ეს პროცესი. არ არის მისი აჩქარების საჭიროება". - თქვა აშშ-ის ელჩმა. 

 

მსგავსი სიახლეები