მორიგი ძალადობა პრეზიდენტზე - "ოცნებამ" გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გატაცება სცადა
"ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გატაცება და გლდანის ციხეში ფარულად გადაყვანა სცადა. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა. პალატაში შესულ ბადრაგებს მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ციხის საკნად ქცეული ჰოსპიტლის შენობის გარეთ შეკრებილები იყვნენ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ადვოკატები. უფლებდაცველები მოუწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ყველანაირი სახის მედიკამენტის მიღებაზე.
ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტებები ამ დრომდე არავის გაუკეთებია.
მესამე პრეზიდენტის კლინიკიდან გატაცების გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ბრეგაძის უწყებამ, ფორმა 100-ის საფუძველზე მიიღო, თუმცა ამ დოკუმენტს ხელს მესამე პრეზიდენტის საქმეზე შექმნილი არცერთი კონსილიმუს წევრ ექიმს ხელი მოწერილი არ აქვს. აღნიშნულ დოკუმენტზე მხოლოდ ჰოსპიტლის მედიკოსის, ნინო გოგორიშვილის ხელმოწერაა.
სააკაშვილის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ექპრეზდიენტმა ისევ შიშილობა გამოაცხადოს.