სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების მცდელობა - კელი დეგნანი "ოცნების" ლიდერებს ხვდება

28.12.21 10:50
სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების მცდელობა - კელი დეგნანი "ოცნების" ლიდერებს ხვდება

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების მცდელობა - ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს ხვდება. 

ელჩს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას შეხვდა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება შემაშფოთებელი, უცნაური, ნაჩქარევი და რთულად ასახსნელია.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება. 

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზხადებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურის ბაზაზე 2 სამსახურის შექმნა იგეგმება.  უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, ინიცირებისთვის მზად არის. მას ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს განიხილავენ. 

ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. 

მსგავსი სიახლეები