ვთხოვთ ყველა დაინტერესებულს, დაესწრონ სამსახურის გაუქმების განხილვას - ინსპექტორის სამსახური

28.12.21 10:53
ვთხოვთ ყველა დაინტერესებულს, დაესწრონ სამსახურის გაუქმების განხილვას - ინსპექტორის სამსახური

ინსპექტორის სამსახურის საგანგებო განცხადება - უწყება მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დაესწრონ პარლამენტის კომიტეტში მათი სამსახურის გაუქმების ბშესახებ კანონპროექტის განხილვას.

განცხადების თქნახმად საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს პარლამენტისგან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 2021 წლის 28 დეკემბერს, 10:30 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას", - წერია სამსახურის განცხადებაში. 

მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. 

მსგავსი სიახლეები