პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 09:30 იყო დანიშნული, კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა.
ბიურო არ შედგა. ვხედავ კომიტეტში გარკვეული საკითხების განხილვის დაწყების პოლიტიკურ ინტერესს, მაგრამ ვინაიდან ასეთი რამ მოხდა, ამას თავისი პოლიტიკური შეფასება ექნება. მედიასთან გავალთ და გავაკეთებთ განცხადებებს. ბიურო კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა!“- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" ალტერნატიული საკანონმდებლო პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო.