ხელისუფლებამ გადაწყვიტა ემოქმედა უღირსად და არაჰუმანურად - დიმიტრი საძაგლიშვილი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში დაბრუნების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. უფლებადამცველის თქმით, ხელისუფლება მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში ამ ჯერზეც უღირსად და არაჰუმანურად მოიქცა.
ხელისუფლებამ, როგორც მას ეს არაერთხელ გაუკეთებია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში აყვანის შემდეგ გადაწყვიტა, ემოქმედა უღირსად, არაჰუმანურადა ბოროტულად. მათ არ შეუძლიათ ცივილური გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება. მათ არ უთქვამთ წინასწარ, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების მიღებას აპირებდნენ.
მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ მასთან ვიყავით და 6 საათზე დავტოვეთ გორის ჰოსპიტალი და არავის არაფერი უთქვამს, მაშინ, როდესაც მათ შეეძლოთ, თუნდათ რამდენიმე დღით ადრე მოეხდინათ ჩვენი ინფორმირება. ჩვენთან წინასწარი კომუნიკაციის გარეშე აპირებდნენ ამ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას. როდესაც ექცევი ასე მესამე პრეზიდენტს და ქვეყნის მთავარსარდალს, ეს ნიშნავს, რომ ღირსება არ გაქვს ამ გადაწყვეტილების მიმღებს და აღმსრულებელს მათ შორის, - თქვა საძაგლიშვილმა.